რეაქტიული თვითმფრინავების ოპერატიული ტექნიკური მომსახურება (A1)
სექტემბერი 8, 2025 2025-09-09 10:49რეაქტიული თვითმფრინავების ოპერატიული ტექნიკური მომსახურება (A1)

რეაქტიული თვითმფრინავების ოპერატიული ტექნიკური მომსახურება (A1)
პროფესიული პროგრამა
საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია რეაქტიული თვითმფრინავების ოპერატიულ ტექნიკურ მომსახურებაში 0716
ინგლისური
8 თვე
ბექა ბუიძე b.buidze@ssu.edu.ge
პროგრამის მიზანია მოამზადოს ევროპის საავიაციო უსაფრთოხების სააგენტოს (EASA) სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური მომსახურების სპეციალისტები. საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შედეგად ავიასპეციალისტი კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზარზე და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს აირტურბინული ძრავების მქონე თვითმფრინავის კონსტრუქციული ელემენტების, აღჭურვილობის, ფუნქციური სისტემების და ძალური დანადგარის მომსახურებას ოპერატიული ტექნიკური მომსახურების ფარგლებში.
სრული ზოგადი განათლება (12 კლასი);
ინგლისური ენის B2 დონის სერტიფიკატი; ინგლისური ენის სერტიფიკატის არქონის შემთხევაში აპლიკანტები ადგილზე ჩააბარებენ გამოცდას
ჯანმრთელობის ცნობა – ფორმა 100/ა.
A1 – რეაქტიული თვითმფრინავების ოპერატიული ტექნიკური მომსახურების სპეციალისტს შეუძლია იმუშაოს აირტურბინული ძრავების მქონე თვითმფრინავზე, შესაბამისი მოწმობის აღების მერე (რომელიც საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად სპეციალისტმა უნდა აიღოს სწავლების დასრულების შემდეგ) შემდეგ პოზიციებზე: საჰაერო ხომალდების მექანიკოსი; საჰაერო ხომალდების გამართვის ტექნიკოსი; საჰაერო ხომალდების და ძრავების მექანიკოსი; პლანერის მექანიკოსი; საჰაერო ხომალდების მომსახურების ტექნიკოსი; რეაქტიული ძრავების მექანიკოსი; პნევმოსისტემის მექანიკოსი (საჰაერო ხომალდი); ძალური დანადგარის მექანიკოსი (საჰაერო ხომალდი).