რექტორი
სექტემბერი 28, 2023 2023-10-11 14:16რექტორი
															სერგო ტეფნაძე
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, მფრინავი ინჟინერი, პროფესორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიისა და საერთაშორისო სატრანსპორტო აკადემიის აკადემიკოსი. დაიბადა 1956 წლის 29 აგვისტოს.განათლება
- 1975 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმი ”თვითმფრინავების რადიოელექტრონული მოწყობილობების” სპეციალობით;
 - 1984 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. კიევის სამოქალაქო ავიაციის საინჟინრო ინსტიტუტი;
 - 1990 წელს წარმატებით დაამთავრა მოსკოვის სამოქალაქო ავიაციის საინჟინრო ინსტიტუტის ასპირანტურა და დაიცვა დისერტაცია ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, სანკტ-პეტერბურგის სამოქალაქო ავიაციის აკადემიაში;
 - 1999 წელს წარმატებით დაამთავრა ქ. სანკტ პეტერბურგის სამოქალაქო ავიაციის აკადემიის დოქტორანტურა და დაიცვა დისერტაცია ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად.
 - არის მრავალი სამეცნიერო სტატიის, მონოგრაფიის და სახელმძღვანელოს ავტორი, საგრანტო პროექტების ხელმძღანელი და მონაწილე, სამეცნიერო ჟურნალ “საჰაერო ტრანსპორტი”-ს მთავარი რედაქტორი, საქართველოში უმაღლესი საავიაციო სკოლის დამაარსებელი და ფუძემდებელი;
 - მისი ხელმძღვანელობით დაცულია მრავალი საკანდიდატო, აკადემიური დოქტორისა და მაგისტრის სადისერტაციო ნაშრომი.
 
სამუშაო გამოცდილება
- 2005წ. – დღემდე – საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორი;
 - 1992-2005წწ. – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი;
 - 1984-1992წწ. – ქ. თბილისის გაერთიანებული ავიარაზმი, მფრინავი ინჟინერ-ინსტრუქტორი, პარალელურად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმფრინავმშენებლობის კათედრის დოცენტი. შესრულებული აქვს 7000-ზე მეტი უავარიო ფრენა-საათი;
 - 1975-1977წწ. – სამხედრო-სავალდებულო სამსახური ქ.რუბცოვსკი;
 - 1975წ. – ქ.თბილისის აეროპორტი, საავიაციო-ტექნიკური ბაზა, ავიატექნიკოსი.
 
ჯილდოები
- ღირსების ორდენი – განათლებისა და მეცნიერების დარგში შეტანილი წვლილისა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისათვის;
 - მედალი და დიპლომი – კემბრიჯის საერთაშორისო ცენტრის მიერ საგანმანათლებლო სფეროში გაწეული ღვაწლისათვის;
 - მედალი – უავარიო ფრენა-საათების შესრულებისათვის.
 - ფრენის ავარიულ სიტუაციაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის, ვადაზე ადრე მიენიჭა პირველი კლასის მფრინავი-ინჟინრის წოდება და დაჯილდოვდა მსუბუქი ავტომობილით.