საბაკალავრო პროგრამები
თებერვალი 18, 2025 2025-02-19 11:22საბაკალავრო პროგრამები

საბაკალავრო პროგრამები
ბაკალავრიატი
ბიზნესისადმინისტრირებისბაკალავრიმენეჯმენტში
ქართული
გიორგი ევგენიძე
ასოცირებული პროფესორი
g.evgenidze@ssu.edu.ge
გიორგი ევგენიძე
პროგრამის მიზანია:
1. მოამზადოს ვალიფიციური,კონკურენტუნარიანი კადრები,რომლებსაც
ექნებათ ფართო თეორიული ცოდნა კომპლექსური ბიზნეს სამყაროს და საჰაერო
ტრანსპორტით მგზავრებისა და ბარგის გადაყვანა-გადაზიდვების შესახებ;
· მმართველობითი ტექნიკის გამოყენებით შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ
გადაწყვეტილების ღების პროცესში და აღჭურვილნი იქნებიან სამოქალაქო ავიაციის დარგში
მოქმედი და ზოგადად ორგანიზაციების პროცესების მართვისათვის საჭირო ინსტრუმენტების
ეფექტური გამოყენების უნარებით.
2. უზრუნველყოს:
· საჰაერო ტრანსპორტით მგზავრებისა და ბარგის გადაყვანა-გადაზიდვის საკითხების
კრიტიკული გააზრება;
· მონაცემების შეგროვების,დამუშავების,ანალიტიკური აზროვნების, სანდო და სათანადო
დასკვნების გაკეთების უნარების გამომუშავება;
· ქართულ და ინგლისურ ენებზე ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის
წარმოება.
3. განუვითაროს,ორგანიზაციის მართვის პროცესში გადაწყვეტილების მიღების პრაქტიკული უნარ-
ჩვევები,რაც ხელს შეუწყობს კარიერულ წინსვლას,როგორც საავიაციო ისე სხვა, კერძო და საჯარო სექტორში.
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტის საბაკალავრო
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა ხორციელდება„უმაღლესი განათლების შესახებ“საქართველოს
კანონით დადგენილი აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ჩარიცხვის წესის
შესაბამისად.
სწავლის უფლება აქვს საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული სრული ზოგადი
განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირს,საქართველოს განათლებისა,
მეცნიერების, კულტურისადა სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ერთიანი
ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების
შემუშავების, დამტკიცების, მასში ცვლილების შეტანისადა გაუქმების წესისა და პროცედურების
თანახმად დაიგეგმა და შემუშავდა საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო
პროგრამა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ყველადაინტერესებულმა მხარემ (იხ. დანართი 2). ამ
რეგულაციის თანახმად, პროგრამის დაგეგმვა-შემუშავებისა და განვითარების პროცესში
გათვალისწინებულია შრომის ბაზრის მოთხოვნები(იხ.დანართი10),ადგილობრივი და საერთაშორისო
გამოცდილება.
საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლოპ როგრამის შემუშავებისას
გამოყენებულია საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების,დამტკიცების,მასში ცვლილების შეტანისა
და გაუქმების წესი და პროცედურები, რომელიც მოიცავს პროგრამის შემუშავებისა და დაგეგმვის
ძირითად პრინციპებსა და მასთან დაკავშირებულ ყველა პროცესს. პროგრამის შემუშავებისას
გათვალისწინებულია პროგრამის შეფასების კრიტერიუმები, რომლებშიც დადგენილია დეტალური
მოთხოვნები პროგრამის შემადგენელ ყველა მნიშვნელოვან ასპექტთან მიმართებაში.
პროგრამის შინაარსი შეესაბამება საბაკალავრო საფეხურისთვის ეროვნული საკვალიფიკაციო
ჩარჩოთი განსაზღვრულ მოთხოვნებს. მისი მოცულობაა 180 კრედიტი. პროგრამის შინაარსი და
სტრუქტურა შესაბამისობაშია მისანიჭებელ კვალიფიკაციებთან და უზრუნველყოფს პროგრამის სწავლის
შედეგების მიღწევას.პროგრამას ახლავს პროგრამის ზნებისა და სწავლის შედეგების რუკა,რომელიც
ადგენს მიმართებას პროგრამის მიზნებსა და სწავლისშედეგებს,ასევეპროგრამის სასწავლო კურსებსა და
სწავლის შედეგებს შორის კერძოდ,საბაკალავრო პროგრამის მოთხოვნების შესასრულებლად სტუდენტმა
უნდა დააგროვოს 180კრედიტი.
საბაკალავრო პროგრამის სტრუქტურა:
· ძირითადი სწავლის სფეროს სავალდებულო სასწავლო კურსები-136კრედიტი
· ძირითადი სწავლის სფეროს არჩევითი სასწავლო კურსები არჩევითი-20 კრედიტი;
· თავისუფალი ავალდებულო კომპონენტები-24კრედიტი;
საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა შედგება ძირითადი სწავლის სფეროს
სავალდებულო, არჩევითი და თავისუფალი სავალდებულო კომპონენტების ერთობლიობისაგან.
ძირითადი სწავლის სფეროს სავალდებულო სასწავლო კურსების მეშვეობით სტუდენტი იძენს
ძირითადი საქმიანობის სფეროს-მენეჯმენტის მათ შორის საჰაერო ტრანსპორტის დარგში მიმდინარე პროცესების უახლეს ასპექტებს.
პროგრამაში შემავალი კომპონენტების თანმიმდევრობა და დაშვების წინაპირობა ლოგიკურად
არის განსაზღვრული პროგრამის სტრუქტურაში. პროგრამის კომპონენტები ლოგიკურად ებმის
ერთმანეთს, ორიენტირებულია პროგრამით გათვალისწინებული მიზნების და სწავლის შედეგების
მიღწევაზე,ხოლო წინაპირობების არსებობა უზრუნველყოფს ცოდნის თანმიმდევრულ აკუმულირებას.
საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტის საგანანმანათლებლო პროგრამის ძირითადი სწავლის
სფეროს სავალდებულო სასწავლო კურსების ნაწილი შედგება კურსებისგან,რომლებმაც სტუდენტს უნდა
შესძინოს ორგანიზაციების,მათ შორის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციების,მართვისათვის საჭირო
ცოდნა და უნარები. შედეგად სტუდენტები გამოიმუშავებენ კომპანიის საქმიანობის ორგანიზების,
მართვისუნარებს და დასახული მიზნის მიღწევის ეფექტურ მეთოდებს.ძირითადი სასწავლო კურსების
ფარგლებში სტუდენტებს ასევე უვითარდებათ ანალიტიკური უნარები,რაც დაეხმარება მათს წორად და
სწრაფად გადალახონ ორგანიზაციების, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის, წინაშე წარმოქმნილი
პრობლემები. ძირითადი სწავლის სფეროს სავალდებულო სასწავლო კურსების ფარგლებში ასევე
ისწავლება ორგანიზაციაში მმართველობითი გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი
დისციპლინები: ეკონომიკის პრინციპები, მარკეტინგი, კალკულუსიდა სტატისტიკა, ფინანსურიდა
მმართველობითი აღრიცხვა. სამოქალაქო ავიაციის თემატიკის სასწავლო კურსები კი თავის მხრივ
სტუდენტს უყალიბებს სფეროში მიმდინარე პროცესების ცოდნას, განუვითარებს ამ პროცესებში
მონაწილეობის აუცილებელ უნარ-ჩვევებს, რაც თავის მხრივ წარმოადგენს კურსდამთავრებულის
სამოქალაქო ავიაციის დარგში ინტეგრაციის წინაპირობას.
პროფესიულ დონეზე, ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით,
პროგრამის ფარგლებში თავისუფალ სავალდებულო მოდულში, 4სემესტრის განმავლობაში ისწავლება
ზოგადი და ბიზნეს ინგლისური ენა,რაც საბოლოო ჯამში სტუდენტს შესძენსპროფესიული ინგლისური
ენის ცოდნას B2 დონეზე.
მომავალ პროფესიონალ პილოტთა და ავიასპეციალისტთა პრაქტიკული მომზადების მიზნით, უნივერსიტეტის მფლობელობაშია ქალაქ თელავში მდებარე თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნიკით აღჭურვილი აეროპორტი, თვითმფრინავები Cessna-152, Aeroprakt A-22, Tecnam P2006T, Boeing 737-200, EASA-ს სტანდარტების შესაბამისი FNPT II MCC კლასის თვითმფრინავის და შვეულმფრენის სიმულატორები, კეთილმოწყობილი სპეციალიზირებული ლაბორატორიები და სხვა. უნდა აღინიშნოს რომ უნივერსიტეტს გააჩნია როგორც ქართულენოვანი ასევე ინგლისურენოვანი პროგრამები რაც საშუალებას გვაძლევს, რომ პრესტიჟულ პროფესიებს დაეუფლონ, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
უნივერსიტეტში მოღვაწეობენ ღვაწლმოსილი პროფესორ მასწავლებლები, გამოცდილ მფრინავ-ინსტრუქტორთა შემადგენლობა და დარგის პროფესიონალი პერსონალი. სწორედ ყველა მათგანის უდიდესი დამსახურებაა ის ფაქტი, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩვენს სასწავლო დაწესებულებას უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა, რაც თავის მხრივ ყველა აკადემიური დონის ავიასპეციალისტთა მომზადების უფლებას იძლევა.
უნივერსიტეტს გააჩნია 3 ფაკულტეტი: საფრენოსნო მომზადების, საინჟინრო და ბიზნესის ადმინისტრირების, ასევე, უწყვეტი განათლების მიღების მიზნით, ფუნქციონირებს საერთაშორისო საავიაციო ტრეინინგ ცენტრი.
უნივერსიტეტს აქვს სტუდენტური გაცვლითი პროგრამები სხვადასხვა ქვეყნის პარტნიორ უნივერსიტეტებთან.
საავიაციო უნივერსიტეტის მთავარი პრიორიტეტია კურსდამთავრებულთა დასაქმება მიღებული პროფესიების შესაბამისად, რაც პრაქტიკულად დიდი წარმატებით ხორციელდება.