საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაცია

საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაცია

საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაცია

აკადემიური საფეხური:

მაგისტრატურა

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაციის მაგისტრი

სწავლების ენა:

ქართული

დეკანი:

ვაჟა კელიხაშვილი
 
+995 558 209 800
v.kelikhashvili@ssu.edu.ge

პროგრამის ხელმძღვანელი:

ანდრო მაისურაძე
პროფესორი 
+995 599 97 13 71 
a.maisuradze@ssu.edu.ge

უნივერსიტეტის მისიიდან გამომდინარე, სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა „საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაცია“ ორიენტირებულია საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაციის სფეროში კვალიფიციური სპეციალისტის მომზადებაზე.

პროგრამის მიზნებია:

  • მოამზადოს საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაციის მაგისტრი, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, შეძლებს საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სამუშაოების მართვას;
  • შეასწავლოს საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაციის დარგში არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო რეგულაციები, მათი შემუშავების მეთოდები და დანერგვისა და განხორციელების გზები;
  • შეასწავლოს ავიასპეციალისტთა, ტექნიკური მომსახურების ორგანიზაციებისა და საავიაციო მარეგულირებლების ფუნქციები, ურთიერთდამოკიდებულება და პასუხისმგებლობა საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაციის პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის;
  • ჩამოუყალიბოს შესაბამის ფორმატში აკადემიურ თუ პროფესიულ საზოგადოებასთან კომუნიკაციის უნარი.