საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B2)
სექტემბერი 8, 2025 2025-09-09 11:34საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B2)

საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B2)
პროფესიული პროგრამა
უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია საჰაერო ხომალდების ტექნიკურ მომსახურებაში 0716
ინგლისური
2 წელი
ბექა ბუიძე b.buidze@ssu.edu.ge
პროფესიული პროგრამის მიზანია მოამზადოს ევროპის საავიაციო უსაფრთოხების სააგენტოს (EASA) სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური მომსახურების სპეციალისტები. პროფესიული პროგრამის განხორციელების შედეგად ავიასპეციალისტი კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზარზე და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საჰაერო ხომალდების ტექნიკურ მომსახურებას მიმართულებით: B2 – საჰაერო ხომალდის მოწყობილობების, ავიონიკისა და ელექტრული სისტემების მომსახურება.
- სრული ზოგადი განათლება (12 კლასი)
- ჯანმრთელობის ცნობა – ფორმა 100/ა
- შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატი
- ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გამოცდის ჩაბარება
B2 – საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სპეციალისტს შეუძლია იმუშაოს ნებისმიერი ტიპის სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ავიონიკის ტექნიკოსის პოზიციაზე მოწმობის აღების შემდეგ. პროფესიული პროგრამის დასრულების შედეგად კურსდამთავრებულს სწავლის გაგრძელება შეუძლია უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის საფეხურზე ინჟინერიის მიმართულებით. ხოლო საერთაშორისო რეგულაციებით განსაზღვრული სტაჟის დაგროვების შემდეგ შეძლებს C კატეგორიის მოწმობის აღებას.