საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B1.1)
სექტემბერი 8, 2025 2025-09-09 11:28საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B1.1)

საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B1.1)
აკადემიური საფეხური:
პროფესიული პროგრამა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია საჰაერო ხომალდების ტექნიკურ მომსახურებაში 0716
სწავლების ენა:
ინგლისური
სწავლების ხანგრძლივობა
2 წელი
პროგრამის ხელმძღვანელი:
ბექა ბუიძე b.buidze@ssu.edu.ge
პროგრამის შესახებ
მიღების წესი
დასაქმების სფერო და კარიერული შესაძლებლობები
პროგრამის შესახებ
პროფესიული პროგრამის მიზანია მოამზადოს ევროპის საავიაციო უსაფრთოხების სააგენტოს (EASA) სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური მომსახურების სპეციალისტები. პროფესიული პროგრამის განხორციელების შედეგად ავიასპეციალისტი კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზარზე და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საჰაერო ხომალდების ტექნიკურ მომსახურებას მიმართულებით: B1.1 – აირტურბინული ძრავების მქონე თვითმფრინავის კონსტრუქციული ელემენტების, აღჭურვილობის, ფუნქციური სისტემების და ძალური დანადგარის მომსახურება.
მიღების წესი
- სრული ზოგადი განათლება (12 კლასი)
- ჯანმრთელობის ცნობა – ფორმა – 100/ა
- შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატი
- ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გამოცდის ჩაბარება
დასაქმების სფერო და კარიერული შესაძლებლობები
B1.1 – საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სპეციალისტს შეუძლია იმუშაოს აირტურბინული ძრავების მქონე თვითმფრინავზე, შესაბამისი მოწმობის აღების მერე (რომელიც საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად სპეციალისტმა უნდა აიღოს სწავლების დასრულების შემდეგ) შემდეგ პოზიციებზე: o აირტურბინული ძრავების მონტაჟის სპეციალისტი; ტექნიკური მომსახურების ზედამხედველი; ძალური დანადგარების მექანიკოსი; პლანერის მექანიკოსი; აირტურბინული ძრავების მქონე თვითმფრინავების მომსახურების ტექნიკოსი; o აირტურბინული ძრავების მქონე თვითმფრინავების პნევმოსისტემის მექანიკოსი.