ჩინეთის საერთაშორისო კონფერენცია
სექტემბერი 8, 2025 2025-09-08 18:50ჩინეთის საერთაშორისო კონფერენცია
ჩინეთის საერთაშორისო კონფერენცია
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორი ბიძინა აბესაძე და უნივერსიტეტის ასისტენტი დოქტორანტი ზურაბ კოპალეიშვილი 2025 წლის 29–30 აგვისტოს იმყოფებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ქალაქ
პეკინში, სადაც მონაწილეობდნენ საერთაშორისო მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის და მენეჯმენტის აკადემიის (IASTEM)
ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში, მექანიკური და ავიაკოსმოსური ინჟინერიის მიმართულებით (ICMAE).
საერთაშორისო კონფერენცია მექანიკური და ავიაკოსმოსური ინჟინერიის მიმართულებით (ICMAE) მიზნად ისახავს გლობალური
გამოცდილების გაცვლას, ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებასა და სამეცნიერო კვლევების წახალისებას.
კონფერენცია ხელს უწყობს მეცნიერებსა და ინჟინრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ახალი იდეების გენერირებას და
ინდუსტრიული განვითარების ხელშეწყობას მსოფლიო მასშტაბით.