ავიაკომპანია „ჯეო სქაი“ აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე
სექტემბერი 7, 2023 2023-11-26 15:15ავიაკომპანია „ჯეო სქაი“ აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე
ძირითადი მოთხოვნები:
- ქართულ, ინგლისურ, რუსულ ენებზე გამართული წერისა და მეტყველების უნარი;
- საოფისე პროგრამების, სოციალური ქსელებისა და ელ.ფოსტასთან მუშაობის ცოდნა;
- Amadeus, Saber, Travelport-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ავიაბილეთების დაჯავშნა და გაყიდვაში გამოცდილება – ჩაითვლება უპირატესობად.
პასუხისმგებლობები:
- კლიენტების/პარტნიორების კონსულტაცია ავიაკომპანიის სერვისებსა და მიმართულებებზე;
- ავიაბილეთების დაჯავშნა/ხელახალი გაცემა;
- ინვოისების გაცემა და პროცესის ბოლომდე კონტროლი.
პიროვნული თვისებები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა/მოწესრიგება;
- დეტალებზე ორიენტაცია;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- ფოკუსირება შედეგებზე;
- პრობლემების გადაჭრის უნარი (კომპეტენციის ფარგლებში);
- ონლაინ პროგრამების მარტივად ათვისების უნარი.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება:შეთანხმებით, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით
გამოცდილება არ არის საჭირო, მაგრამ კანდიდატისთვის უპირატესობა იქნება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: career@ssu.edu.ge არაუგვიანეს 10 სექტემბრისა და ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც განაცხადი შემოგაქვთ.
გისურვებთ წარმატებებს!