საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B1.3)
სექტემბერი 26, 2023 2025-02-21 10:25საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B1.3)

საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B1.3)
პროფესიული პროგრამა
საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია მსუბუქი თვითმფრინავების ტექნიკურ მომსახურებაში 0716
ინგლისური
2 წელი
ბექა ბუიძე / b.buidze@ssu.edu.ge
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადოს ევროპის საავიაციო უსაფრთოხების სააგენტოს (EASA) სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური მომსახურების სპეციალისტები. საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შედეგად ავიასპეციალისტი კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზარზე და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს აირტურბინული ძრავების მქონე შვეულმფრენის კონსტრუქციული ელემენტების, აღჭურვილობის, ფუნქციური სისტემების და ძალური დანადგარის მომსახურებას (B1.3)
სრული ზოგადი განათლება (12 კლასი) |
ინგლისური ენის B2 დონის სერტიფიკატი ინგლისური ენის სერტიფიკატის არქონის შემთხევაში აპლიკანტები ადგილზე ჩააბარებენ გამოცდას |
ჯანმრთელობის ცნობა – ფორმა 100/ა |
B1.3 – საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სპეციალისტს შეუძლია იმუშაოს აირტურბინული ძრავების მქონე შვეულმფრენზე, შესაბამისი მოწმობის აღების მერე (რომელიც საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად სპეციალისტმა უნდა აიღოს სწავლების დასრულების შემდეგ) შემდეგ პოზიციებზე: აირტურბინული ძრავების მონტაჟის სპეციალისტი; ტექნიკური მომსახურების ზედამხედველი; ძალური დანადგარების მექანიკოსი; პლანერის მექანიკოსი; აირტურბინული ძრავების მქონე შვეულმფრენების მომსახურების ტექნიკოსი; აირტურბინული ძრავების მქონე შვეულმფრენების პნევმოსისტემის მექანიკოსი;