გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში უნივერსიტეტების გამოფენა გაიმართა
თებერვალი 22, 2024
2024-02-22 10:23
გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში უნივერსიტეტების გამოფენა გაიმართა
გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში უნივერსიტეტების გამოფენა გაიმართა, სადაც სხვა უნივერსიტეტებთან ერთად წარმოდგენილი იყო საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტიც.
შეხვედრა განკუთვნილი იყო სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისა და მშობლებისათვის. აღნიშნულ ღონისძიებაზე ყველა დაინტერესებულმა პირმა მიიღო მეტი ინფორმაცია ჩვენი უნივერსიტეტის, კურსებისა და ფაკულტეტების შესახებ, ასევე მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ ფრენა განეხორციელებინათ სიმულატორის საშუალებით.