Blog

პროფესიულ პროგრამებზე მიღება!

განცხადებები

პროფესიულ პროგრამებზე მიღება!

გამოცხადდა მიღება შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში 2023-2024

სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • ,,საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (CPL-A)“;
  • ,,საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (CPL-H)“;
  • ,,საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (1.1)“:
  • ,,საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B2)“:

 

მსურველებმა   უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)  განცხადება სსუ-ს რექტორის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან   ნოტარიალურად დამოწმებული ასლი;

დ) ორი ფოტოსურათი ზომით 3/4  და სურათის ელექტონული ვერსია;

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის).

ვ) ინგლისური ენის B2 დონის სერთიფიკატი (სერთიფიკატის არ არსებობის შემთხვევაში  ჩატარდება შესაბამისი გამოცდა);

ზ) ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა: – პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატი („საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (CPL-H) და (CPL-A) პროგრამებზე შემომსვლელთათვის“).

ტესტირება ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დადასტურებისათვის ჩატარდება 2024 წლის  4-5 მარტს;

საკონტაქტო ინფორმაცია: 577 75 05 85; 595 44 34 44

მისამართი: ქ.დედოფლის გამზირი16.