Blog

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის პროფესორი ბიძინა აბესაძე წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა შორის დასახელდა!

901173828_1826018938668770_3071284604304226102_n
News / Post / Uncategorized / განცხადებები / სიახლეები

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის პროფესორი ბიძინა აბესაძე წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა შორის დასახელდა!

   10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, პროფესორი ბიძინა აბესაძე მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის დაჯილდოვდა.
   ბიძინა აბესაძე უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი და საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორია. მისი სამეცნიერო საქმიანობა საავიაციო საკონსტრუქციო და კომპოზიტური მასალების კვლევას უკავშირდება.
   საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი ულოცავს პროფესორ ბიძინა აბესაძეს დამსახურებულ აღიარებას და უსურვებს ახალ სამეცნიერო მიღწევებსა და წარმატებებს!