საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტსა და საქართველოს ფოსტას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ნოემბერი 13, 2026 2026-11-13 12:07საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტსა და საქართველოს ფოსტას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტსა და საქართველოს ფოსტას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტსა და საქართველოს ფოსტას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა!
მემორანდუმის მიზანია უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების, პროფესიული გამოცდილების მიღებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების ხელშეწყობა.
თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ საქართველოს ფოსტაში არსებულ ვაკანსიებსა და დასაქმების პერსპექტივებს, ჩაერთონ პროფესიული განვითარების აქტივობებში, ასევე მიიღონ ინფორმაცია სტაჟირებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობების შესახებ.
პარტნიორობა ასევე ითვალისწინებს საინფორმაციო შეხვედრებისა და დასაქმების ფორუმების ორგანიზებას.
აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია განათლებასა და შრომის ბაზარს შორის კავშირების გაძლიერებისა და ახალგაზრდებისთვის ახალი პროფესიული შესაძლებლობების შექმნის მიმართულებით.
