Blog

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა საჰაერო ხომალდების ფლოტი უახლესი Pipistrel Virus SW 121-ით შეავსო

IMG_2299
News / Post / Uncategorized / განცხადებები / სიახლეები

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა საჰაერო ხომალდების ფლოტი უახლესი Pipistrel Virus SW 121-ით შეავსო

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა საფრენოსნო მომზადების ხარისხის კიდევ უფრო ასამაღლებლად ახალი, თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი საჰაერო ხომალდი — Pipistrel Virus SW 121 შეიძინა.

აღნიშნული მოდელი გამორჩეულია თავისი ტექნიკური მახასიათებლებითა. პირველად საქართველოში, სწორედ ამ საჰაერო ხომალდზე განხორციელდება UPRT (Upset Prevention and Recovery Training) —  პრაქტიკული წვრთნები, რაც თანამედროვე საერთაშორისო საავიაციო რეგულაციების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა.

Pipistrel Virus SW 121 აღჭურვილია უახლესი ციფრული ავიონიკითა და უსაფრთხოების სისტემებით. ხომალდი სრულად აკმაყოფილებს ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) სტანდარტებს, რაც უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, პრაქტიკული მომზადება ევროპული დონის ტექნიკით გაიარონ.