Category Archives: სიახლეები

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში მოქმედებს გადახდის მოქნილი სისტემა

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში მოქმედებს გადახდის მოქნილი სისტემა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია სწავლის საფასურის რამდენიმე თვეზე გადანაწილება, თქვენთვის სასურველი გრაფიკით.

რეგიონების სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო

სამოქალაქო ავიაციის პროფესიული TVET პროგრამების განვითარების პროექტის განხორციელების გეგმით გათვალისწინებული შეხვედრები მიზნობრივ ჯგუფებთან დაიწყო. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის წარმომადგენლები რეგიონების სკოლებში შეხვედრებს რეგულარულად მართავენ და მოსწავლეებს ამომწურავ ინფორმაციას აწვდიან უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ. პროექტის ფარგლებში პრეზენტაციები იგეგმება მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც მაღალმთიან რეგიონებში, ასევე დიდ ქალაქებსა და სოფლებში.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში რიგით XIII საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

დღეს 5 ივნისს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის 101 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტთა რიგით XIII საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გამოვლინდნენ I, II და III ადგილის მფლობელები.  გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები და სერტიფიკატები.  მათ სიტყვით მიმართა, მიულოცა და დიპლომები გადასცა საქართველოს საავიაციო უნიერსიტეტის რექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში ემზარ ბარბაქაძემ და ფაკულტეტის დეკანებმა – ვახტანგ ჭარაიამ და გივი ცირეკიძემ. […]