დოქტორანტთა კოლოქვიუმების მიმდინარეობის შესახებ წარმოდგენილი ანგარიშების განხილვა
მარტი 4, 2026 2026-03-04 16:43დოქტორანტთა კოლოქვიუმების მიმდინარეობის შესახებ წარმოდგენილი ანგარიშების განხილვა
მიმდინარე წლის 27 თებერვალს, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭომ განიხილა დოქტორანტთა კოლოქვიუმების მიმდინარეობის შესახებ წარმოდგენილი ანგარიშები. საბჭომ დეტალურად შეაფასა თითოეული კოლოქვიუმის შედეგები, მიღწეული აკადემიური და კვლევითი პროგრესის გათვალისწინებით. დოქტორანტთა კოლოქვიუმებით განხორციელებული კვლევითი აქტივობები და მოხსენებები შეფასდა დადებითად.
სხდომის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა სადოქტორო სტანდარტში შესულ ცვლილებებზე, რაც გულისხმობს რომ ყველა დოქორანტმა უნდა გამოაქვეყნოს მინიმუმ ერთი სტატია მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში და დისერტაციის წინასწარ დაცვამდე აუცილებლად მიიღოს უცხოელი რეცენზენტის დასკვნა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აქტიურად უწყობს ხელს დოქტორანტების პროფესიულ და აკადემიურ განვითარებას. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს მათთვის კვლევითი და სამეცნიერო რესურსების ხელმისაწვდომობას და უცხოელი თანახელმძღვანელების არჩევის შესაძლებლობას. დოქტორანტთა უმრავლესობა კვლევებს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის ფარგლებში ახორციელებს
