Blog

დოქტორანტ რამინი კუჭუხიძის სადოქტორო დისერტაციის საჯარო დაცვა

lll
News / სიახლეები

დოქტორანტ რამინი კუჭუხიძის სადოქტორო დისერტაციის საჯარო დაცვა

მიმდინარე წლის 30 იანვარს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში წარმატებით გაიმართა დოქტორანტ რამინი კუჭუხიძის სადოქტორო დისერტაციის საჯარო დაცვა.

დისერტაცია შეფასდა სადისერტაციო საბჭოს მიერ უმაღლესი შეფასებით (summa cum laude). აღსანიშნავია, რომ სადოქტრო კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, რაც ნაშრომის მაღალი სამეცნიერო ღირებულებისა და აქტუალობის დადასტურებაა.

კვლევა განხორციელდა ჩეხეთში, ბრნოს თავდაცვის უნივერსიტეტსა და „საქაერონავიგაციის“ ბაზაზე. დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი გახლდათ პროფესორი თეიმურაზ ქორთუა, ხოლო თანახელმძღვანელი  პროფესორი ნიკა თიკანაშვილი.