Blog

ეს ამბავი ყველასათვის საინტერესო და მისაბაძია!

news-1
ანონსები / განცხადებები / სიახლეები

ეს ამბავი ყველასათვის საინტერესო და მისაბაძია!

არ არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა მოყვარული პილოტის საინტერესო პროფესიის ათვისების საქმეში. მოხდა საოცრება და მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საფრენოსნო მომზადების ერთ-ერთმა მსმენელმა, ყველასათვის ცნობილმა პიროვნებამ, პარლამენტის წევრმა, ბატონმა ფრიდონ ინჯიამ, მისი ხანდაზმული ასაკის მიუხედავად, წარმატებით გაიარა მოყვარული პილოტის შემსწავლელი სასწავლო კურსი და მიიღო მოყვარული პილოტის დამადასტურებელი მოწმობა. ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში,როდესაც პიროვნებამ ჭარმაგ ასაკში შესძლო დაუფლებოდა ამ მეტად რთულ და საინტერესო პროფესიას.