Blog

ილია არტემიძის საჯარო ლექცია სსუ-ში

572867313_18313308208221956_436153629572571362_n
News / სიახლეები

ილია არტემიძის საჯარო ლექცია სსუ-ში

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში წარმატებული ქართველი ავიაინჟინერის – ილია არტემიძის საჯარო ლექცია გაიმართა.
ლექციის ფარგლებში ილია არტემიძემ ისაუბრა სამოქალაქო ავიაციის თანამედროვე ტენდენციებსა და ინოვაციებზე საავიაციო ინდუსტრიაში, ასევე, საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას.
შეხვედრა საინტერესო დისკუსიით დასრულდა – მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები და მიეღოთ რჩევები პრაქტიკოსი ინჟინერისგან.
მადლობა ილიას საინტერესო და შთამაგონებელი ლექციისთვის!