Blog

ინფორმაცია გარე მობილობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის

SNC_17901
განცხადებები / სიახლეები

ინფორმაცია გარე მობილობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის

                                                                            ინსტრუქცია

                             2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობისათვის

   შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან  გადმოსვლის მსურველებმა 2025 წლის 29 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით 18.00 საათამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე  students.emis.ge

სტუდენტები, რომლებიც მოიპოვებენ მობილობის წესით საავიაციო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, 2025 წლის 12 თებერვლიდან არაუგვიანეს 17 თებერვლისა უნდა გამოცხადდნენ  უნივერსიტეტში და წარმოადგინონ:

  • განცხადება სსუ-ს რექტორის სახელზე (შესავსები ფორმა გაიცემა ადგილზე);
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის ჩარიცხვის ბრძანების ასლი;
  • ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან, რომელშიც მითითებული იქნება სტუდენტის მიერ გავლილი საგნების მოცულობა (სთ), მიღებული შეფასებები და მინიჭებული კრედიტები. ამონაწერი დამოწმებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭდითა და ხელმოწერით;
  • ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
  • 2 ფოტოსურათი, ზომით 3X4-ზე და სურათის ელექტრონული ვერსია.

გაითვალისწინეთ: ბაკალავრიატში 2020 წელს და შემდგომ პერიოდში ჩარიცხულ სტუდენტებს, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში მობილობისათვის, აუცილებელია რომ ეროვნული გამოცდების დროს ჩაბარებული გქონდეთ ის საგანი რომელიც განსაზღვრული იყო შესაბამის წელს საავიაციო უნივერსიტეტში ჩარიცხვისათვის.

საბუთების მიიღება იწარმოებს 2025 წლის 12 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით,

10 სთდან 17 სთმდე I სასწავლო კორპუსი, ოთახი 405.

ათვისებული კრედიტების თავსებადობის დასადგენად ან სხვა დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით სტუდენტებს შეუძლიათ მობრძანდნენ უნივერსიტეტში ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ-კვირის გარდა) მისამართი: ქ. დედოფლის გამზირი 16. I სასწავლო კორპუსი, ოთახი 405.

ან დარეკონ ნომერზე: 2 74-61-55, 595–44-34-44, 577-75-05-85