Blog

ინფორმაცია პირველკურსელთა საყურადღებოდ!

Preparing_secondary_students_for_uni_2020-11-12-024424
განცხადებები / სიახლეები

ინფორმაცია პირველკურსელთა საყურადღებოდ!

 

  სტუდენტები, რომლებმაც 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოიპოვეს საქართველოს საავიაციო      უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლება, რეგისტრაციის გასავლელად უნდა გამოცხადდნენ უნივერსიტეტში და წარმოადგინონ შემდეგი    დოკუმენტები:

  1. განცხადება (ფორმა გაიცემა ადგილზე)
  2. სრული საშუალო განათლების ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  3. პირადობის მოწმობის ასლი;
  4. დაბადების მოწმობის ასლი;
  5. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
  6. ოთხი ფოტოსურათი, ზომით 3X4-ზე
  7. სურათის ელექტრონული ვერსია.
  8. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატი (მხოლოდ საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის (პილოტი) პროგრამაზე ჩარიცხულთათვის, მიმართვის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ საფრენოსნო ფაკულტეტს.) t.tepnadze@ssu.edu.ge n.gelashvili@ssu.edu.ge
  9. სწავლების 1 სემესტრის საფასურის (წლიური საფასურის ნახევარი) გადახდის ქვითარი.

სწავლის საფასურის გადახდა შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერი ბანკიდან შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: შპს “საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი”. მისამართი: ქეთევან წამებულის გამზირი #16 საიდენტ. კოდი: 206155328 ბანკი: სს ”პროკრედიტბანკი”-ს თბილისის ცენტრალური ფილიალი კოდი: MIBGGE 22ა/ა: # GE67PC0133600100056253 GEL (დანიშნულებაში მიუთითეთ სტუდენტის გვარი, სახელი და პირადი ნომერი);

რეგისტრაცია იწარმოებს 2024 წლის 29 აგვისტოდან – 12 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 10 სთ-დან 17 სთ-მდე. მისამართი: ქეთევან დედოფლის გამზირი 16.

საფრენოსნო მომზადების ფაკულტეტი – მე-2 სასწავლო კორპუსი, ოთახი 216;

საინჟინრო ფაკულტეტი – 1-ლი სასწავლო კორპუსი, ოთახი 302;

ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი – მე-2 სასწავლო კორპუსი, ოთახი 222;

კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ ტელეფონებზე: 274-61-55; 595-443444

შეხვედრა ადმინისტრაციასთან (ღია კარის დღე) შედგება 13 სექტემბერს 11 საათზე პირველი სასწავლო კორპუსის სააქტო დარბაზში (მე-5 სართული. აუდიტორია 500)

სწავლა დაიწყება 2024 წლის 16 სექტემბერს.