Blog

ინფორმაცია სადოქტორო პროგრამით დაინტერესებული პირებისთვის

News / განცხადებები / სიახლეები

ინფორმაცია სადოქტორო პროგრამით დაინტერესებული პირებისთვის

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სადოქტორო  პროგრამაზე ,,საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაცია და ტექნოლოგიები”.

საბუთების მიიღება  2 თებერვლიდან  15 თებერვლის ჩათვლით.

დოქტორანტურის კანდიდატებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ დოკუმენტების შემდეგი ნუსხა:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;

დ) ელექტრონული ფოტოსურათი (ზომით 3X4);

ე) სამხედრო მიწერის მოწმობა ან სამხედრო ბილეთი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);

ვ) უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, რუსული) B2 დონეზე ფლობის სერტიფიკატი; უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მოეთხოვებათ ქართული ენის ცოდნა;

ზ) სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა.

თ) საკვლევი თემატიკის აღწერა, მისი მნიშვნელობის დასაბუთება და სასწავლო გეგმის პროექტი.

  1. ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი სერთიფიკატის არარსებობის შემთხვევაში, უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ინგლისური ენის გამოცდის თარიღია – 16 თებერვალი.
  2. გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან და აღნიშნული კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების თარიღია – 18 თებერვალი.
  3. საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა დასრულდება 20 თებერვალს.
  4. სწავლების პირველი სემესტრი დაიწყება 23 თებერვალს.