Blog

მაგისტრატურაში ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

განცხადებები / სიახლეები

მაგისტრატურაში ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

    საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მაგისტრატურაში შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

  1. საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაცია (მიღების წინაპირობაა კვალიფიკაცია საავიაციო ინჟინერიაში ან გამოცდა სპეციალობაში), სწავლის ხანგრძლივობა – 2 წელი;
  2. საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტი (მიღების წინაპირობაა კვალიფიკაცია მენეჯმენტში ან გამოცდა სპეციალობაში), სწავლის ხანგრძლივობა – 2 წელი;
  3. ავიაციის მენეჯმენტი (მიღების წინაპირობაა ავიაციის სფერს მმართველ რგოლში მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება), სწავლის ხანგრძლივობა – 1 წელი;

 

მსურველებმა, განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორს. განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) დაბადების მოწმობის ასლი;

გ) ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

დ) დიპლომის დანართი ან ნიშნების ფურცელი;

ე) ამონაწერი სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ქულების შესახებ;

ვ) სურათი 3X4 და სურათის ელექტრონული ვერსია;

ზ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის).

თ) ინგლისური ენის  B2  (upper intermediate) დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი. მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომელთაც არ გააჩნიათ B2 (Upper Intermediate) დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი,  შიდა საუნივერსიტეტო ინგლისური ენის გამოცდა ჩატარდება მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, 11 საათზე აუდიტორიაში №500.

 

მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც არ ფლობენ პროგრამის წინაპირობით განსაზღვრულ შესაბამის კვალიფიკაციას, სპეციალობის გამოცდა ჩატარდება მიმდინარე წლის 19 სექტემბერს 11 საათზე აუდიტორიაში №500.

მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებს სპეციალობასა და ინგლისურ ენაში, აკადემიურ და ადმინისტრაციულ რეგისტრაციას გაივლიან არაუგვიანეს 2025 წლის 26 სექტემბრისა.

სწავლა დაიწყება 2025 წლის 6 ოქტომბერს.

 

საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 18 აგვისტოდან ყოველდღე,  შაბათ-კვირის გარდა, 1000-1700 საათამდე.

მისამართი: ქ. დედოფლის გამზირი 16. I სასწავლო კორპუსი, ოთახი 405.

საკონტაქტო ტელეფონი: 274-61-55,  595–44–34–44;