მიღება მოყვარული პილოტის კურსზე (PPL)
მარტი 16, 2026 2026-03-17 10:10მიღება მოყვარული პილოტის კურსზე (PPL)
📣საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მოყვარული პილოტის კურსზე – Private Pilot License (PPL).
🔹თუ ყოველთვის გქონდათ სურვილი თვითმფრინავის მართვის, ცაში ფრენისა და ავიაციის სამყაროს გაცნობის – ეს შესაძლებლობა სწორედ თქვენთვისაა!
🔹კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ავიაციის თეორიულ საფუძვლებს და გაივლიან პრაქტიკულ საფრენოსნო მომზადებას პროფესიონალი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით. პროგრამა შექმნილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყოფს როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე რეალურ საფრენოსნო გამოცდილებას.
📚 სასწავლო პროგრამა
კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 6 თვეს და მოიცავს:
თეორიული მომზადება
- 135 საათი სალექციო კურსი
საფრენოსნო პრაქტიკა
- მინიმუმ 45 საფრენი საათი
👨✈️👩✈️ კურსზე მიღების ძირითადი მოთხოვნები
აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- იყოს 18 წლის ან მეტი ასაკის
- ფლობდეს პირველი ან მეორე კლასის მოქმედ სამედიცინო სერტიფიკატს
- ფლობდეს ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეს
(სერტიფიკატის არ არსებობის შემთხვევაში, ცოდნის დადასტურება შესაძლებელია უნივერსიტეტში ტესტირების გზით).
📌 რეგისტრაცია და დამატებითი ინფორმაცია
კურსზე რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით:
📧 o.bregadze@ssu.edu.ge
📞 +995 599 756 956
საკონტაქტო პირი: ოთარი ბრეგაძე