Blog

მკვლევართა კონკურსის, „ლეონარდო და ვინჩის” გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი

1 (1)
News / სიახლეები

მკვლევართა კონკურსის, „ლეონარდო და ვინჩის” გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ვიცე რექტორმა დავით ტეფნაძემ და რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში ნიკა თიკანაშვილმა 2025 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის, „ლეონარდო და ვინჩის” გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა და უნივერსიტეტის სახელით, პლანშეტებით და სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის გუნდი “Rescuedby” წევრები, რომლებმაც წარმოადგინეს ინოვაციური უპილოტო საფრენი აპარატის მოდელი.

დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა.

უნივერსიტეტი აგრძელებს ახალგაზრდა მკვლევარების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების მხარდაჭერას, წახალისებას კვლევით აქტივობებში აქტიურად ჩართვის მიზნით.