ოთხი, ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში
სექტემბერი 13, 2024 2024-09-13 14:53ოთხი, ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში
ოთხი, ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა დაიმატა ოთხი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა:
- რეაქტიული თვითმფრინავების ოპეროპერატიული ტექნიკური მომსახურება (A1)
- აეროდრომის ექსპლუატაცია და მშენებლობა
- საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება(3)
- მსუბუქი თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება(B3)
პროგრამებზე რეგისტრაცია იწარმოებს 18 სექტემბერიდან 22 სექტემბრის ჩათვლით.
აღნიშნული პროგრამები ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
პროფესიული პროგრამები ხელს შეუწყობს საავიაციო ინდუსტრიაში კადრების დეფიციტის აღმოფხვრას.
საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის შემდეგ სტუდენტს შეეძლება დასაქმდეს: აეროპორტებში, ტექნიკური მომსახურების საწარმოებში, ავიასაწარმოებსა და მცირე ავიაციაში.
აღნიშნული პროფესიული, საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით.