Blog

პირველკურსელთა საყურადღებოდ!

განცხადებები / სიახლეები

პირველკურსელთა საყურადღებოდ!

სტუდენტები, რომლებმაც 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების
შედეგების საფუძველზე მოიპოვეს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში ჩარიცხვის
უფლება, რეგისტრაციის გასავლელად უნდა გამოცხადდნენ უნივერსიტეტში და
წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. განცხადება (ფორმა გაიცემა ადგილზე)
2. სრული საშუალო განათლების ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
3. პირადობის მოწმობის ასლი;
4. დაბადების მოწმობის ასლი;
5. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
(ვაჟებისათვის);
6. ოთხი ფოტოსურათი, ზომით 3X4-ზე
7. სურათის ელექტრონული ვერსია.
8. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატი (მხოლოდ საჰაერო ხომალდების
საფრენოსნო ექსპლუატაციის (პილოტი) პროგრამაზე ჩარიცხულთათვის, მიმართვის
მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ საფრენოსნო ფაკულტეტს.)
t.tepnadze@ssu.edu.ge n.gelashvili@ssu.edu.ge
9. სწავლების 1 სემესტრის საფასურის (წლიური საფასურის ნახევარი) გადახდის
ქვითარი.

სწავლის საფასურის გადახდა შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერი ბანკიდან
შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: შპს “საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი”.
მისამართი: ქეთევან წამებულის გამზირი #16 საიდენტ. კოდი: 206155328 ბანკი: სს
”პროკრედიტბანკი”-ს თბილისის ცენტრალური ფილიალი კოდი: MIBGGE 22ა/ა: #
GE67PC0133600100056253 GEL (დანიშნულებაში მიუთითეთ სტუდენტის გვარი,
სახელი და პირადი ნომერი);
რეგისტრაცია იწარმოებს 2025 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა),
10 სთ-დან 17 სთ-მდე. მისამართი: ქეთევან დედოფლის გამზირი 16.
საფრენოსნო მომზადების ფაკულტეტი – მე-2 სასწავლო კორპუსი, ოთახი 216;
საინჟინრო ფაკულტეტი – 1-ლი სასწავლო კორპუსი, ოთახი 302;
ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი – მე-2 სასწავლო კორპუსი, ოთახი 222;
კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ ტელეფონებზე: 274-
61-55; 595-443444
შეხვედრა ადმინისტრაციასთან (ღია კარის დღე) შედგება 13 სექტემბერს (შაბათს) 11
საათზე პირველი სასწავლო კორპუსის სააქტო დარბაზში (მე-5 სართული. აუდიტორია
500)

სწავლა დაიწყება 2025 წლის 15 სექტემბერს.