Blog

რიგით მერვე კადეტთა საერთაშორისო კვირეული!

viber_image_2024-05-01_13-09-22-466
განცხადებები / სიახლეები

რიგით მერვე კადეტთა საერთაშორისო კვირეული!

🔹ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართა რიგით მერვე კადეტთა საერთაშორისო კვირეული, სადაც საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საფრენოსნო ფაკულტეტის II კურსის ორმა სტუდენტმა – ლუკა ხუტიაშვილმა და ალექსანდრე კიკილაშვილმა მიიღეს მონაწილეობა და ღირსეულად წარადგინეს უნივერსიტეტი.
🔹აკადემიას, ღონისძიების ფარგლებში 12 ქვეყნის 62 მონაწილე სტუმრობდა 19 სხვადასხვა ქართული და უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობას აშშ-ის, კანადის, საბერძნეთი, იორდანიის, აზერბაიჯანის, პოლონეთის, რუმინეთის, იტალიის, ჩრდილო მაკედონიის, თურქეთის, შვედეთისა და საფრანგეთის სამხედრო სასწავლებლების კადეტებთან ერთად საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები და აკადემიის იუნკერები იღებდნენ. კვირეულის ფარგლებში ჩვენი სტუდენტები ჩართულები იყვნენ სხვადასხვა სახის აკადემიურ, სამხედრო და კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებში. საერთაშორისო კვირეულის პროგრამა დატვირთული და მრავალფეროვანი იყო: სასწავლო დაწესებულებების პრეზენტაციებით, საერთაშორისო კულტურის საღამოებით, სპორტული შეჯიბრებებით და ექსკურსიებით