საერთაშორისო საავიაციო ღონისძიება – Aerodays 2025
მაისი 13, 2025 2025-05-13 12:38საერთაშორისო საავიაციო ღონისძიება – Aerodays 2025
2025 წლის 7-9 მაისს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის დეკანმა ვაჟა კელიხაშვილმა, ტექნიკური მომსახურების სასწავლო ცენტრის უფროსმა სპეციალისტმა ლუკა ქურდაძემ და საერთაშორისო საავიაციო ტრენინგ ცენტრის უფროსმა ოთარი ბრეგაძემ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო საავიაციო ღონისძიებაში – Aerodays 2025.
Aerodays 2025 არის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ერთ-ერთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი კონფერენცია საავიაციო კვლევისა და ინოვაციების მიმართულებით. ღონისძიება აერთიანებს მთავარ ინდუსტრიულ და სამეცნიერო ორგანიზაციებს ევროპიდან და მთელი მსოფლიოდან.
Aerodays 2025-ის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს:
- ევროკავშირის “მწვანე შეთანხმების” (European Green Deal) მიზნების განხორციელებას ავიაციაში,
- თანამშრომლობის გაღრმავებას მეცნიერებასა და ინდუსტრიას შორის,
- ინოვაციური და ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიების განვითარებას,
- სუფთა და მდგრადი ავიაციის გეგმის განხორციელებას (Clean Aviation, Flightpath 2050).