Blog

სამეცნიერო თანამდებობის დასაკავენბელი ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ

განცხადებები / სიახლეები

სამეცნიერო თანამდებობის დასაკავენბელი ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის
სამეცნიერო პერსონალის შერჩევის მიზნით ცხადდება ღია კონკურსი
შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

სფერო: ინჟინერია და საინჟინრო საქმე
დეტალური სფერო: საავიაციო ინჟინერია;
მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია;
 მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
 მეცნიერი თანამშრომელი
სფერო: ფიზიკური მეცნიერებები
დეტალური სფერო -ფიზიკა
 მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

საკონკურსო მოთხოვნები სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
 მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ
იქნას დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის
მქონე პირი უვადოდ.
 მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე
პირი 4 წლის ვადით.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
 განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ შესაბამისი
სამეცნიერო თანამდებობის მითითებით;
 CV/რეზიუმე;
 პირადობის მოწმობის ასლი;
 სამოტივაციო წერილი;
 კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი
(საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობაზე
საჭირო დოკუმენტაცია);
 სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა;
 გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;
 სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი
დოკუმენტაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში (ასეთის არსებობის
შემთხვევაში);
 სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის და საგრანტო კონკურსებში
მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში
(ასეთის არსებობის შემთხვევაში).
კონკურსის ეტაპებია:
I ეტაპი – განაცხადის მიღება: 22.12.2025 – 26.12.2025
II ეტაპი – განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საკონკურსო
კომისიის წევრების მიერ განხილვა: 29.12.2025 – 06.01.2026

III ეტაპი –კონკურსანტებთან გასუბრება: 08.01.2026 – 16.01.2026
IV ეტაპი – კონკურსის შედეგების გამოცხადება: 20.01.2026 – 30.01.2026
საბუთების მიღება იწარმოებს: საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი,
მის. ქეთევან დედოფლის გამზირი N16, II კორპუსი, ოთახი N112, 10 სთ-
დან 17 სთ-მდე (ორშაბათი-პარასკევი); ელ-ფოსტა: vacancy@ssu.edu.ge.