სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე
დეკემბერი 7, 2025 2025-12-08 14:56სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე
გილოცავთ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღეს!
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი ულოცავს ავიაციის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს, ჩვენს სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღეს!
სამოქალაქო ავიაცია წარმოადგენს თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და გლობალური კომუნიკაციის უმნიშვნელოვანეს საყრდენს. ამ დღის აღნიშვნით პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, რომელთაც ყოველდღიური პროფესიული საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საავიაციო ინფრასტრუქტურის, ოპერაციების, ტექნოლოგიებისა და განათლების განვითარებაში!
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აგრძელებს მაღალი აკადემიური სტანდარტების დაცვას, თანამედროვე სწავლების მეთოდების დანერგვასა და იმ პროფესიონალთა მომზადებას, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოსა და რეგიონში ავიაციის მდგრად განვითარებას!