Blog

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო Profformance+ პროგრამის დახურვის ღონისძიებაში

№3
News / სიახლეები

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო Profformance+ პროგრამის დახურვის ღონისძიებაში

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო Profformance+ პროგრამის დახურვის ღონისძიებაში, რომელიც გაიმართა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში. პროგრამა მიზნად ისახავდა უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობას ევროპულ სივრცეში. ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო პროექტის შედეგები, საუკეთესო პრაქტიკები და მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აგრძელებს აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევით პროექტებში, რაც უნივერსიტეტის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.