საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი პოლონეთში, სილესიანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში
თებერვალი 25, 2026 2026-03-02 10:52საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი პოლონეთში, სილესიანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი პოლონეთში, სილესიანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში
2026 წლის 17–19 თებერვალს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სამუშაო ვიზიტი გამართეს პოლონეთში, სილესიანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.
ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტიდან მონაწილეობდნენ: რექტორის პირველი მოადგილე – დავით ტეფნაძე, საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი – ვაჟა კელიხაშვილი, საავიაციო ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი – ტატო ლაფაური, ტექნიკური მომსახურების სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი – ბექა ბუიძე.
შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები, მათ შორის ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტები, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობა, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გაზიარება და საინჟინრო პროგრამების განვითარება.
ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ უნივერსიტეტს შორის პარტნიორობის გაღრმავებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოების მიმართულებით.