საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის შერჩევის მიზნით ცხადდება ღია კონკურსი შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
მარტი 6, 2026 2026-03-09 9:53საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის შერჩევის მიზნით ცხადდება ღია კონკურსი შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის შერჩევის მიზნით ცხადდება ღია კონკურსი შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის
შერჩევის მიზნით ცხადდება ღია კონკურსი შემდეგი აკადემიური
თანამდებობების დასაკავებლად:
საინჟინრო ფაკულტეტი
ვიწრო სფერო: ინჟინერია და საინჟინრო საქმე
დეტალური სფერო: საავიაციო ინჟინერია
ასისტენტ პროფესორი -2 ვაკანსია
დეტალური სფერო: მექანიკის ინჟინერია ან/და ტექნოლოგია
ასისტენტ პროფესორი -2 ვაკანსია
ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი
ვიწრო სფერო: ბიზნესის ადმინისტრირება
დეტალური სფერო: საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტი
ასოცირებული პროფესორი – 2 ვაკანსია
ვიწრო სფერო: განათლება
დეტალური სფერო: განათლების მეცნიერება
ასისტენტი- 1 ვაკანსია
1. საკონკურსო მოთხოვნები აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
1.1. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე – დოქტორის აკადემიური
ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი; სამეცნიერო-
პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; ბოლო 5
წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო
ნაშრომები/პუბლიკაციები;
1.2. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს
დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე
პირი, რომელსაც აქვს შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის
გამოცდილება. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე პირი აირჩევა 4
წლის ვადით.
1.3. ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.
ასისტენტის თანამდებობაზე პირი აირჩევა 4 წლის ვადით.
1.4. აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური
პირი, პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია
შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით,
სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი
კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით
გათვალისწინმებული სწავლის შედეგების გამომუშავების
აუცილებელი კომპეტენცია.
2 დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ შესაბამისი
აკადემიური თანამდებობის მითითებით;
CV/რეზიუმე;
პირადობის მოწმობის ასლი;
კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი
(საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობაზე
საჭირო დოკუმენტაცია);
სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა;
ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;
სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი
დოკუმენტაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში (ასეთის არსებობის
შემთხვევაში);
კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები.
3 დადგინდეს კონკურსის შემდეგი ეტაპები:
I ეტაპი – განაცხადის მიღება: 03.04.2026-14.04.2026
II ეტაპი – განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საკონკურსო
კომისიის წევრების მიერ განხილვა: 15.04.2026 – 20.04.2026
III ეტაპი –კონკურსანტებთან გასუბრება: 21.04.2024 – 01.05.2026
IV ეტაპი – კონკურსის შედეგების გამოცხადება: 04.05.2026 – 08.05.2026
მთავარი მოთხოვნა: აფილირება სსუ-სთან.