სსუ-ს სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტში SPINAKER – საავიაციო ინჟინერიის საერთაშორისო სკოლა
სექტემბერი 30, 2025 2025-09-30 10:57სსუ-ს სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტში SPINAKER – საავიაციო ინჟინერიის საერთაშორისო სკოლა

სსუ-ს სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტში SPINAKER – საავიაციო ინჟინერიის საერთაშორისო სკოლა
2025 წლის 21-28 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის 14-მა სტუდენტმა რექტორის მოადგილესთან სამეცნიერო დარგში ნიკა თიკანაშვილთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს პროექტში „SPINAKER – საავიაციო ინჟინერიის საერთაშორისო სკოლა “.
პროექტის ფარგლებში ვარშავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე განხორციელდა პრაქტიკული და ლაბორატორიული სწავლება შემდეგ სასწავლო კურსებში: აეროდინამიკა, უპილოტო საფრენი აპარატები, საფრენი აპარატების დაპროექტება.
სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ სასწავლო ფრენები შეესრულებინათ უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებულ
შვეულმფრენის და თვითმფრინავის საფრენოსნო საწაფებსა და პლანერზე ქალაქ პრჟასნიშისაეროპორტში. პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რაც სტუდენტთა დიპლომების დანართებშიც აისახება. აღსანიშნავია,
რომ პროექტის მონაწილეთა ფინანსური მხარდაჭერა განხორციელდა ერაზმუს + პროგრამის მიერ. კერძოდ, თითოეულმა სტუდენტმა სტიპენდიის სახით მიიღო 1300 ევრო, რითაც სრულად უზრუნველყოფილი იყო მათი მგზავრობის, განთავსების და ცხოვრების ხარჯები.