სსუ-ს წარმომადგენლების ოფიციალური სამუშაო ვიზიტი თურქეთის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
მარტი 2, 2026 2026-03-02 15:35სსუ-ს წარმომადგენლების ოფიციალური სამუშაო ვიზიტი თურქეთის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
სსუ-ს წარმომადგენლების ოფიციალური სამუშაო ვიზიტი თურქეთის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
2026 წლის 22–25 თებერვალს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის
წარმომადგენლებმა, რექტორის პირველმა მოადგილემ დავით ტეფნაძემ და საინჟინრო
ფაკულტეტის დეკანმა ვაჟა კელიხაშვილმა ოფიციალური სამუშაო ვიზიტი
განახორციელეს თურქეთის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებში.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა შემდეგ უნივერსიტეტებში:
Adana Alparslan Türkeş Science and Technology University,
Iskenderun Technical University,
Osmaniye Korkut Ata University,
Mersin University,
Çukurova University
Tarsus University.
შეხვედრების ფარგლებში გაიმართა ოფიციალური მიღებები რექტორატებში,
განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, სტუდენტებისა
და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამები, ერთობლივი კვლევითი და
საგანმანათლებლო პროექტები.
აღნიშნული ვიზიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს
საავიაციო უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოების,
აკადემიური კავშირების გაღრმავებისა და ერთობლივი პროექტების
განვითარების მიმართულებით.
