უნივერსიტეტების გამოფენა გივი ზალდასტანიშვილის ამერიკულ აკადემიაში
თებერვალი 26, 2026 2026-03-02 10:35უნივერსიტეტების გამოფენა გივი ზალდასტანიშვილის ამერიკულ აკადემიაში
25 თებერვალს გივი ზალდასტანიშვილის ამერიკულ აკადემიაში ტრადიციულად გაიმართა საქართველოში არსებული უნივერსიტეტების გამოფენა, რომელიც განკუთვნილი იყო სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის. ღონისძიებას ესწრებოდნენ ლისის ტბის მიმდებარე კერძო სკოლების წარმომადგენლები და სხვადასხვა საჯარო სკოლები.
გამოფენაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმაც. უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის იყვნენ საფრენოსნო, საინჟინრო და ბიზნესის მიმართულებების სტუდენტები, რომლებმაც დამსწრეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სასწავლო პროგრამების, სტუდენტური ცხოვრებისა და კარიერული შესაძლებლობების შესახებ.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საგამოფენო სიმულატორმა, რომელზეც მაღალკლასელებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თავად გამოეცადათ ფრენა. უნივერსიტეტის პროგრამებმა და პრაქტიკულმა გამოცდილებამ დამსწრეებში დიდი მოწონება დაიმსახურა, ხოლო საგამოფენო სტენდთან მოსულ დაინტერესებულ მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, რომელმაც დისკუსია გამართა მაღალკლასელებთან და ამომწურავად უპასუხა მათ კითხვებს.
ღონისძიება წარმატებით ჩატარდა და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი უნივერსიტეტებსა და სკოლებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას მომავალი თაობის პროფესიული ორიენტაციის პროცესში.
