ღია კარის დღე საავიაციო უნივერსიტეტში!
ივნისი 26, 2025
2025-06-26 16:08
ღია კარის დღე საავიაციო უნივერსიტეტში!

ღია კარის დღე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში!

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი სწავლის გაგრძელების მსურველებს გიწვევთ ღია კარის დღეზე.
ვისაუბრებთ:

საბაკალავრო პროგრამებზე;

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე;

ინტეგრირებულ პროფესიული პროგრამებზე(10 კლასდამთავრებული მოსწავლეებისთვის).


შეხვედრაზე დარგის სპეციალისტები ვრცლად განიხილავენ პროფესიულ და საბაკალავრო პროგრამებს. შესაძლებლობა გექნებათ, მოინახულოთ უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, დაუსვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები ფაკულტეტის დეკანებსა და პროგრამების ხელმძღვანელებს.


ჩაერთეთ საინფორმაციო ტურში ჩვენთან ერთად და გაიადვილეთ მომავალი პროფესიის არჩევის გზა!

შეხვედრის დრო: 30 ივნისი, 13:00 საათი.

მისამართი: ქ. თბილისი, ქეთევან დედოფლის N16.


იყავი წარმატებული! დაეუფლე განსხვავებულ, პერსპექტიულ და პრესტიჟულ პროფესიებს!

(032) 277 65 71; (032) 274 61 55.

mail@ssu.edu.ge