Blog

14 ქვეყნის ექსპერტის წლის შემაჯამებელი შეხვედრა

2
სიახლეები

14 ქვეყნის ექსპერტის წლის შემაჯამებელი შეხვედრა

ალბანეთის ქალაქ ტირანაში, 11-14 ნოემბერს, ევროპის(და არა მხოლოდ) 14 ქვეყნის ექსპერტის წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რომელიც ფოკუსირებული იყო თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოწვევების გამკლავებაზე.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, OSH სამსახურის ხელმძღვანელი – დავით ალანია, ცხრა წელია ექსპერტთა ჯგუფის წევრია და აქტიურად მონაწილეობს ყველა პროექტში. იგი მიწვეული იყო  ღონისძიებაზე, როგორც ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი და უსაფრთხოების ექსპერტი.

შეხვედრაზე დისკუსიები მიმდინარეობდა მეთოდოლოგიების დახვეწასა და  ტექნოლოგიების ეროვნულ დონეზე მზარდი საჭიროებების განვითარებაზე.