Blog

11-12 ნოემბერს ქ. ვარშავაში გაიმართა საერთაშორისო პროექტის 10 წლიანი მუშაობის შემაჯამებელი შეხვედრა

1763021315655
News / სიახლეები

11-12 ნოემბერს ქ. ვარშავაში გაიმართა საერთაშორისო პროექტის 10 წლიანი მუშაობის შემაჯამებელი შეხვედრა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში 11-12 ნოემბერს გაიმართა საერთაშორისო პროექტის 10 წლიანი მუშაობის შემაჯამებელი შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა გუნდის, რომელიც შედგება 20-მდე ქვეყნის ექსპერტებისაგან, მიღწევებისა და გამოწვევების ანალიზს.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, OSH სამსახურის ხელმძღვანელი – დავით ალანია, 10 წელია უსაფრთხოების საერთაშორისო ექსპერტთა მობილური გუნდის წევრია და იღებს მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო ატივობებში. ამჯერადაც, იგი უსაფრთხოების ექსპერტის რანგში მიწვეული იყო შემაჯამებელ სამუშაო შეხვედრაზე, რომლის ფარგლებში განისაზღვრა პროექტის მომდევნო ეტაპის მიზნები და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს რეგიონულ და საერთაშორისო პარტნიორობას!