Blog

,,ტავ ჯორჯიამ“ ტრადიციულად, ერთჯერადი სტიპენდიით დააჯილდოვა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირებისა და საინჟინრო ფაკულტეტის 5 სტუდენტი

597199850_1268502491988951_3185677515233017539_n
News / სიახლეები

,,ტავ ჯორჯიამ“ ტრადიციულად, ერთჯერადი სტიპენდიით დააჯილდოვა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირებისა და საინჟინრო ფაკულტეტის 5 სტუდენტი

   სამოქალაქო ავიაციის დღესთან დაკავშირებით თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია ტავ ჯორჯიამ თბილისის საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტები დააჯილდოვა. მათ სასწავლო სტიპენდიები გადაეცათ, რომლითაც საავიაციო უნივერსიტეტში სწავლა დაუფინანსდებათ. წელს აკადემიური მოსწრებისა და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით შეირჩა 5 სტუდენტი, რომლებიც უნივერსიტეტში საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემების ტექნიკურ ექსპლუატაციას, საფრენი აპარატების დაპროექტებასა და საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტს ეუფლებიან.
გარდა სტიპენდიების კომპონენტისა, რაც სტუდენტებისთვის დიდი ფინანსური შეღავათია, ტავ ჯორჯია და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი შესაბამისი მემორანდუმის ფარგლებში უკვე წლებია ერთობლივად მუშაობენ სტუდენტთა პრაქტიკული უნარების განვითარებაზე და საავიაციო სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადებაზე. ეს თანამშრომლობა გულისხმობს დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის აეროპორტის მგზავრთა მომსახურებისა და ფრენების ოპერირების სამსახურებში სამუშაო პრაქტიკის შეთავაზებას, რაც სტუდენტებს სასწავლო კრედიტებში ეთვლებათ. შესაბამისი სტაჟირების პროგრამები ეტაპობრივად ცხადდება. წარმატებული სტაჟირების შემდეგ ტავ ჯორჯია წარჩინებულ სტუდენტებს დასაქმების შესაძლებლობებს სთავაზობს.
   ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებას კარიერულ გზაზე!