Blog

სსუ-ს დოქტორანტმა – დავით ლომაძემ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტების კვლევითი გრანტების კონკურსში გაიმარჯვა

Picture1
News / სიახლეები

სსუ-ს დოქტორანტმა – დავით ლომაძემ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტების კვლევითი გრანტების კონკურსში გაიმარჯვა

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის დოქტორანტმა – დავით ლომაძემ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტების კვლევითი გრანტების კონკურსში გაიმარჯვა.

დოქტორანტის ხელმძღვანელია პროფესორი – ნიკა თიკანაშვილი, სადისერტაციო თემა დაკავშირებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების მეთოდოლოგიის ოპტიმიზაციასთან, საჰაერო სივრცის ორგანიზებისა და საჰაერო მოძრაობის მარშუტების განსაზღვრის პროცესში.

დავითი მრავალი წელია დასაქმებულია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის პოზიციაზე, საჰაერო მოძრაობის ორგანიზების მიმართულებით და ფლობს საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოქმედ მოწმობას. მისი პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, აღნიშნული კვლევის შედეგები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საავიაციო დარგის კიდევ უფრო განვითარებაში.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი ულოცავს დავით ლომაძეს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და უსურვებს წარმატებას კვლევის განხორციელების პროცესში.