Blog

პროფესიული პროგრამების ღია კარის დღე ბათუმში

660303579_18332501209221956_3877260778317782758_n
News / სიახლეები

პროფესიული პროგრამების ღია კარის დღე ბათუმში

   2026 წლის 3 აპრილს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ბათუმში წარმატებით გაიმართა პროფესიული პროგრამების ღია კარის დღე აბიტურიენტებისთვის. ღონისძიება გახსნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა – გივი მიქანაძე.
   ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა კოლეჯები, პროფესიული სასწავლებლები, უნივერსიტეტები, მათ შორის, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და მათ პრაქტიკულ მნიშვნელობას.
   მსგავსი ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან:
აბიტურიენტებსა და დაინტერესებულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა ადგილზე გაეცნონ პროფესიულ პროგრამებს;
იზრდება ცნობადობა იმ პროფესიული გზების შესახებ, რომლებიც სწრაფ დასაქმებასა და კარიერულ განვითარებას უზრუნველყოფს;
ირღვევა სტერეოტიპები პროფესიული განათლების მიმართ და იზრდება მისი პრესტიჟი.
   პროფესიული განათლება დღეს არის არა მხოლოდ ალტერნატივა, არამედ რეალური შესაძლებლობა – მიიღო პრაქტიკული ცოდნა, გახდე მოთხოვნადი სპეციალისტი და რაც მთავარია, სწრაფად დასაქმდე.
    ასეთი შეხვედრები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ წარმატებული კარიერა სხვადასხვა გზით იწყება – მთავარია სწორი არჩევანი!