2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე მიღების გამოცხადების შესახებ
იანვარი 26, 2024 2024-02-04 23:042023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე მიღების გამოცხადების შესახებ
2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე მიღების გამოცხადების შესახებ
- გამოცხადდეს მიღება შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე ,,საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაცია და ტექნოლოგიები”.
- საბუთების მიღება განხორციელდეს 15 იანვრიდან 26 იანვრის ჩათვლით.
- დოქტორანტობის კანდიდატებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ დოკუმენტების შემდეგი ნუსხა:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;
დ) ელექტრონული ფოტოსურათი (ზომით 3X4);
ე) სამხედრო მიწერის მოწმობა ან სამხედრო ბილეთი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
ვ) უცხო ენების (ინგლისური, გერმანული, რუსული) B2 დონეზე ფლობის სერტიფიკატი; უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მოეთხოვებათ ქართული ენის ცოდნა;
ზ) სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა.
თ) საკვლევი თემატიკის აღწერა, მისი მნიშვნელობის დასაბუთება და სასწავლო გეგმის პროექტი.
- ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი სერთიფიკატის არარსებობის შემთხვევაში უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული უცხო ენის გამოცდა 29 იანვარს.
- გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან და აღნიშნული კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება მოხდეს 7 თებერვალს.
სწავლების პირველი სემესტრი დაიწყოს 19 თებერვალს.