Blog

2024 წლის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსში გამარჯვება მოიპოვა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდმა

0-02-0b-77f7a835554dbf58e81f020cd6bac684c95e165c8eb9ece71cc5c9d12979295c_1810021f8e96f122
განცხადებები / სიახლეები

2024 წლის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსში გამარჯვება მოიპოვა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდმა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ 2024 წლის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსში გამარჯვება მოიპოვა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდმა.

საკვლევი თემატიკის დასახელებაა:
ჰაერსატარ მოწყობილობებში მრავალკომპონენტიანი მყარი ნაწილაკების შემცველი ნარევი ნაკადების მახასიათებლების გამოვლენა, მათი გაზომვისა და დეტექტირების ეფექტური მეთოდოლოგიის დამუშავება“. აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჰაერსატარ მოწყობილობებში ნაკადების დინამიკის შესწავლასა და მათ ეფექტურ ოპტიმიზაციაში.

პროექტის განხორციელების ფარგლებში დაგეგმილია მრავალმხრივი სამეცნიერო აქტივობები, მათ შორის საერთაშორისო საავიაციო კონფერენციის ორგანიზება, სხვადასხვა სახის ექსპერიმენტების ჩატარება, მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალებში სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნება, ახალი საპატენტო განაცხადების მომზადება და სხვა.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი მადლობას უხდის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობისთვის!