2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის გარე მობილობა!
იანვარი 15, 2026 2026-01-15 16:402025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის გარე მობილობა!
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამებზე 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში გარე მობილობის მსურველ სტუდენტთა მიერ წერილობითი განაცხადების წარმოდგენის ვადა განსაზღვრულია:
2026 წლის 12 თებერვლიდან 2026 წლის 14 თებერვლის ჩათვლით.
გარე მობილობის მსურველი სტუდენტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხად განსაზღვრულია:
ა) განცხადება სსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის ჩარიცხვის ბრძანების ასლი;
გ) ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან, რომელშიც მითითებული იქნება სტუდენტის მიერ გავლილი საგნების მოცულობა (სთ), მიღებული შეფასებები და მინიჭებული კრედიტები. ამონაწერი დამოწმებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭდითა და ხელმოწერით;
დ) ატესტატის ასლი ნოტარიულად დამოწმებული;
ე) პირადობის მოწმობის ასლი;
ვ) დაბადების მოწმობის ასლი;
ზ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
თ) ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4-ზე და სურათის ელექტრონული ვერსია.
დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით სტუდენტებს შეუძლიათ მობრძანდნენ უნივერსიტეტში ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ-კვირის გარდა) მისამართი: ქ. დედოფლის გამზირი 16. I სასწავლო კორპუსი, ოთახი 405.
ან დარეკონ ნომერზე: 2 74-61-55, 595–44-34-44, 577-75-05-85