საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტი
სექტემბერი 29, 2025 2026-07-28 13:44საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტი

მაგისტრატურა
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტში
ქართული
გიორგი ევგენიძე
ასოცირებული პროფესორი
g.evgenidze@ssu.edu.ge
პროგრამის მიზანია:
I ნაწილი:
1. საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტის სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადება, რომელსაც ექნება ღრმა და სისტემური ცოდნა, რომლის საშუალებით შეიმუშავებს და განავითარებს ავია საწარმოების მართვის ინოვაციურ მეთოდებსა და სტრატეგიებს.
2. მოამზადოს საჰაერო ტრანსპორტის მართვის კონკურენტუნარიანი სპეციალისტი პრაქტიკული უნარ-ჩვევებით.
II ნაწილი:
1. უზრუნველყოს ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითი და სამეცნიერო კვლევითი უნარების მქონე სპეციალისტის მომზადება ავიასაწარმოების სტრატეგიული დაგეგმვის კონტექსტში.
ნაწილი I:
• სამაგისტრო პროგრამის პირველ ნაწილზე სწავლის სწავლის უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ჩაირიცხება შესაბამისი გამოცდების შედეგების საფუძველზე, რაც საერთო სამაგისტრო გამოცდასთან ერთად ითვალისწინებს უნივერსიტეტის პროგრამების მიხედვით მისაღები სასპეციალიზაციო გამოცდების ჩაბარებას, ასევე სავალდებულოა ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა.
• ინგლისური ენის ტესტირებისგან თავისუფლდება კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის ALTE B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ასევე კანდიდატი, ვისაც ინგლისურ ენაზე გავლილი აქვს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სრული ან არასრული კურსი. სერტიფიკატის არარსებობის შემთხვევაში უნივერსიტეტი უზრუნველყოფს გამოცდის ჩატარებას.
• პროგრამაზე ჩარიცხვა სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე, შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
ნაწილი II:
• სამაგისტრო პროგრამის მეორე ნაწილზე სწავლის უფლება აქვს პირს, რომელსაც გავლილი აქვს ამავე პროგრამის პირველი ნაწილი
პროგრამის შინაარსი შეესაბამება სამაგისტრო საფეხურისთვის ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოთი განსაზღვრულ მოთხოვნებს. მისი მოცულობაა 120 კრედიტი. პროგრამის შინაარსი და სტრუქტურა შესაბამისობაშია მისანიჭებელ კვალიფიკაციებთან და უზრუნველყოფს პროგრამის სწავლის შედეგების მიღწევას. პროგრამას ახლავს რუკა, რომელიც ადგენს მიმართებას პროგრამის მიზნებსა და სწავლის შედეგებს, ასევე პროგრამის სასწავლო კურსებსა და სწავლის შედეგებს შორის.
95 კრედიტი განკუთვნილია ძირითადი სწავლის სფეროს სავალდებულო სასწავლო კურსებისათვის, 20 კრედიტი ეთმობა სამაგისტრო ნაშრომს, 10 კრედიტი სასწავლო პრაქტიკას, 15 კრედიტი ეთმობა ძირითადი სწავლის სფეროს არჩევით სასწავლო კურსებს, ხოლო 10 კრედიტი თავისუფალი კომპონენტებისათვის.
პროგრამა ორ ნაწილადაა გაყოფილი, რაც ორი კვალიფიკაციის მინიჭების შესაძლებლობა იძლევა. პროგრამის პირველი ნაწილი მოიცავს 60 კრედიტს ერთი აკადემიური წლის განმავლობაში და შედგება კვაკლიფიკაციის და საავიაციო დარგის შესაბამისი სასწავლო კურსებისგან, ასევე საწარმოო პრაქტიკის კომპონენტის და თავისუფალი კომპონენტისგან. პროგრამის პირველი ნაწილის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია – ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტში.
პროგრამის პირველი ნაწილი მოიცავს 60 კრედიტს ერთი აკადემიური წლის განმავლობაში და ორიენტირებულია სტუდენტის კვლევითი უნარების გამომუშავებისკენ. მოიცავს სავალდებულო, სავალდებულო არჩევით და თავისუფალ სასწავლო კურსების და სამაგისტრო ნაშრომს. პროგრამის მეორე ნაწილის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია -ბიზნესის ადმინისტრირების კვლევის მაგისტრი საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტში
სწავლების ბოლო სემესტრი ეთმობა სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობას და სასწავლო პრაქტიკას, რომელიც პროგრამის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. კომპონენტის ფარგლებში სტუდენტი დამოუკიდებლად განსაზღვრავს საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტის სფეროში არსებულ კომპლექსურ პრობლემას და ამზადებს სამაგისტრო ნაშრომს, რომელიც ორიენტირებულია პრობლემისა და მისი კონტექსტის შესწავლაზე კვლევის მეთოდების გამოყენებით და მისი ეფექტური გადაჭრისთვის შესაბამისი რეკომენდაციების ჩამოყალიბებით.