საერთაშორისო განათლების ეროვნული ასოციაცია ( NAFSA ) – 2025
ივნისი 3, 2025 2025-06-03 14:09საერთაშორისო განათლების ეროვნული ასოციაცია ( NAFSA ) – 2025
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა – დავით ტეფნაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო განათლების ეროვნული ასოციაციის (NAFSA – national association of international educators) ყოველწლიურ გამოფენა-კონფერენციაში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ სან დიეგოში გაიმართა.
გამოფენის ფარგლებში, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის წარმომადგენელს შესაძლებლობა ჰქონდა, წარედგინა უნივერსიტეტის შესახებ პრეზენტაცია და განეხილა სასწავლო პროგრამები. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ კითხვები ფაკულტეტების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და უნივერსიტეტში არსებული კურსების შესახებ, რაზეც მათ ამომწურავი პასუხები მიიღეს.
ღონისძიების ფარგლებში, ამერიკულ და ევროპულ უნივერსიტეტებთან გაფორმდა თანამშრომლობის მემურანდუმები, კერძოდ, სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებლებთა გაცვლითი და ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით.
