საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა არია ნაზარფარვარმა / Aria Nazarparvar Erasmus+ Staff Mobility Program-ის ფარგლებში ერთკვირიანი მასტერკლასი ჩაატარა ლიტვაში, Vilnius Gediminas Technical University (VILNIUS TECH)-ში.
მასტერკლასი სახელწოდებით “Evolution and Future of Propulsion System and Advanced Predictive Maintenance”, შედგებოდა ორი ძირითადი ნაწილისგან — პირველ ნაწილში განხილული იყო ძალური დანადგარების ევოლუცია, ხოლო მეორე ნაწილში ყურადღება გამახვილდა თანამედროვე ტექნიკური მომსახურების მეთოდებსა და იმ ინოვაციურ ტექნოლოგიებზე, რომლებიც აყალიბებენ ავიაციის მომავალს.

მასტერკლასის ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო Distributed Electric Propulsion (DEP) — ინოვაციური კონცეფცია, რომელიც მოიცავს ელექტროძრავების მრავალ წერტილში განლაგებას კონსტრუქციაზე, რაც იძლევა ეფექტურობის, უსაფრთხოების და დიზაინის მოქნილობის გაუმჯობესების საშუალებას. განხილულ იქნა აგრეთვე მდგრადი ენერგიის ინტეგრაცია, მაგალითად Sustainable Aviation Fuel (SAF)-ის გამოყენება სხვადასხვა სისტემებში. ამასთან ერთად, ყურადღება მიექცა პროგნოზირებადი ტექნიკური მომსახურების სტრატეგიებს, რომლებიც ეფუძნება გაუმართაობის აღმოჩენასა (fault detection) და დიაგნოსტიკას (fault diagnosis) machine learning ტექნოლოგიის გამოყენებით.

ინიციატივის მიზანი იყო სტუდენტების მომზადება მომავლისთვის ორიენტირებულ საჰაერო ხომალდების ტექნიკურ მომსახურებაზე, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა მდგრადობა, ეფექტურობა და ციფრული ინტელექტი გარდაქმნის ინდუსტრიას.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ვილნიუსის ტექნიკურ უნივერსიტეტს აღნიშნული თანამშრომლობის მხარდაჭერისა და საავიაციო განათლების გლობალურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.