Blog

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას პროფესიულ პროგრამებზე

Uncategorized / სიახლეები

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას პროფესიულ პროგრამებზე

✈️📣საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში გამოცხადდა მიღება შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

1.1.        საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (CPL-A);

1.2.        საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (CPL-H);

1.3.        საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B.1.1);

1.4.        საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B2);

1.5.        აეროდრომების მშენებლობა და ექსპლუატაცია;

1.6.        მსუბუქი თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება (B3);

1.7.        საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B1.3);

1.8.        რეაქტიული თვითმფრინავების ოპერატიულ ტექნიკური მომსახურება (A1).

 

📂საბუთების მიღება იწარმოებს: 2025 წლის 5 ივნისიდან  2025 წლის 4 ივლისის  ჩათვლით.

👇წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

ა) განცხადება სსუ-ს რექტორის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ)სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიალურად დამოწმებული ქსეროასლი;

დ) ორი ფოტოსურათი ზომით 3/4  და CD-ზე ჩაწერილი ელექტონული ვერსია;

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის).

ვ)ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა: – პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატი („საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (CPL-H) და (CPL-A) პროგრამებზე შემომსვლელთათვის“).

 

📝საგანმანათლებლო პროგრამების მოთხოვნების შესაბამისად ტესტირება ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დადასტურებისათვის (შესაბამისი სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში) ჩატარდება არაუგვიანეს 2025 წლის 8 ივლისა.

📚სწავლა დაიწყება 2025 წლის 15 სექტემბერს.